
ცეკოს თავმჯდომარის არჩევის კენჭისყრა პარლამენტში შესალძოა გადაიდოს. შესაბამის შუამდგომლობას დღეს სხდომაზე "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე დააყენებს.
მამუკა მდინარაძე მიზეზად ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ასახელებს, რადგან მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ბევრი წევრი კოვიდკონტაქტია, ან ინფიცირებულია.
"მე წარვუდგინე საქართველოს პარლამენტს კომიტეტზე, მოსმენაზე ჩემი რეფორმების პაკეტი. სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ცდილობდა ოთხ საათნახევრის განმავლობაში ჩემთვის ეთქმევინებინა, რომ არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად. მე ამას ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ 2021 წლის არჩევნები იყო ძალიან მძიმე", - ამბობს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თენგიზ თევზაძე.
ცნობისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკანონმდებლო ორგანოს ცესკოს თავმჯდომარეობაზე უწყების მოქმედი თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისა და სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის აღმასრულებელი დირექტორის, თენგიზ თევზაძის კანდიდატურები წარუდგინა.