მიზანი ლონდა თოლორაიას სახლში წასვლა იყო - თოლორაია ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება და ერთწლიანი მუშაობის ანგარიშს აცნობს. ის დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც ინსპექტორის სამსახური უქმდება, ინსტიტუტების გაძლიერებას არ ემსახურებოდა. 

"როდესაც საქართველოს არ მოუსმენია სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში, რომელიც ზუსტად იმ პერიოდს შეეხებოდა, როდესაც ამ ორმა ფუნქციამ ერთად იარსება 2020 წელს, იმ პირობებში, როდესაც სამსახურისთვის არ დასმულა არცერთი კითხვა, როგორ არსებობდა ეს ორი ფუნქცია ერთად და ქმნიდა თუ არა რაიმე პრობლემას, იმ პირობებში, როცა ვერ დასახელდა ვერცერთი მაგალითი რატომ ქმნიდა ამ ორი ფუნქციის ერთად არსებობა პრობლემას, რა თქმა უნდა, მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ სამსახურის გაყოფა მოხდა იმიტომ, რომ ამ ორმა ფუნქციამ ერთად იმუშაოს.

ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლის მიზანს, ეს მიზანი, პრინციპში, მიღწეულია", - ამბობს ლონდა თოლორაია. 

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ კანონის მიღება დაჩქარებულად მოხდა და მასში აუცილებელი აქტორები ჩართულები არ იყვნენ. მისი თქმით, ევროკავშირი დაინტერესებული მხარეა და არ იქნებოდნენ წინააღმდეგები დისკუსიებში მონაწილეობა მიეღოთ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი