"კალაძე ტალახში აგორავებს მოქალაქეებს, ამ კომპანიას პასუხიც არ მოსთხოვა" - ოპოზიცია კახეთის გზატკეცილზე, უკანონო მშენებლობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

უკანონო მშენებლობა კახეთის გზატკეცილზე - თბილისის მერიამ რეკრეაციულ ზონაში, კომპანია მოდუსს, სავაჭრო ცენტრის აშენების უფლება მისცა.

დოკუმენტაცია, რომელიც 2019 წლით თარიღდება, ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა დაუშვებელი იყო, თუმცა ერთი წლის წინ, შენობა ისე აშენდა, რომ ზედამხედველობის სამსახურს, მისთვის ხელი არ შეუშლია.

ოპოზიცია კახი კალაძეს, უკანონო მშენებლობების მფარველობაში ადანაშაულებს.

"ამ ტერიტორიიდან 300 მეტრში დედაქალაქის მერი ტალახში აგორავებს რიგით მოქალაქეებს. ბულდოზერებით, პატრულის ძალით, ლამის სპეცრაზმით არბევენ ადამიანებს, რომ თქვენ უკანონოდ აშენებთო, მაგრამ სავაჭრო ცენტრი ისე ააშენებინეს ამ კომპანიას უკანონოდ, რომ არავინ პასუხი არ მოსთხოვა. 

მთავარი მოთხოვნა ჩვენი: მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა და დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობა, ვის გარეშეც ეს სავაჭრო ცენტრი აქ ვერ ჩაიდგმებოდა",- ამბობს ენმ-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ნადირაძე განმარტავს, რომ კომპანია "მოდუსი" და ტერიტორია ეკუთვნის ძმებ დარჩიძეებს, რომლებიც "ოცნების" დამფინანსებლები არიან და საარჩევნო მობილიზებაში აქტიურად ეხმარებიან, რის გამოც სავაჭრო ცენტრის მშენებლობა "ვერავინ შეამჩნია". 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი