საგაზაფხულო სესია გაიხსნა - ოპოზიცია საქართველო-უკრაინის დროშებით 

გამოქვეყნდა:

პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნა - საკანონმდებლო ორგანოში "ენმ-ძალა ერთობაშიას" დეპუტატები საქართველოსა და უკრაინის დროშებით მივიდნენ. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ამ ფორმით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. 

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ე.წ. პროფესიულ წევრები უნდა აირჩიონ.

საგაზაფხულო სესიის გახსნისას სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა, ამის შემდეგ კი შემდეგაც პოლიტიკური განცხადებები გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ დღესვე უნდა გავიდეს სესიაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, სადაც "ქართული ოცნება" მთავარ აგრესორს, რუსეთს არ ახსენებს, რის გამოც ოპოზიცია რეზოლუციას მხარს არ უჭერს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი