ეკა ხერხეულიძემ სახელმწიფო ინსპექტორს პარლამენტიდან მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილის წამების კადრების გასაჯაროებისკენ

გამოქვეყნდა:

დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი უფლებების დარღვევაზე ისაუბრა. ხერხეულიძე ამბობს, რომ ამ მომენტში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით მას არ აქვს უფლება მკურნალობაში მედიკოსები ჩართონ. 

ხერხეულიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდა, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდომასალა.

"მინდა მოვითხოვო საჯაროდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, საჯარო გახდეს ფაქტები, რომლებიც ასახავს მიხეილ სააკაშვილის წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, როგორც რუსთავიდან გლდანში გადაყვანის ეპიზოდზე, ისე გორის ჰოსპიტალში განხორციელებულ ზეწოლაზე და მუქარაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა და არავის გაკვირვებია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ეს მასალა წაიშალა", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებამ და პარტნიორებმა უნდა იცოდნენ რა გზას გადის მიხეილ სააკაშვილი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი