"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პირველ საგაზაფხულო სესიაზე ფასების ზრდაზე, გაძვირებულ ცხოვრებასა და ამ ფონზე მთავრობის მიერ ქონების მიტაცების მაგალითებზე ისაუბრა.
პარლამენტში ხაბეიშვილმა გამოიტანა ფოტოები, იმ ქონებების, რომელსაც ჩინოვნიკები წლების განმავლობაში აგროვებენ და ითვისებენ.
დეპუტატმა წარმოადგინა:
"არ შეიძლება ივანიშვილის გარეშე სხდომის გახსნა. მთავარი კორუმპირებული და უკანონობის შემოქმედი ეს კაცია",- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ჩინოვნიკების კორუფციული სქემებითა და უკანონოდ აშენებული სასახლეების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა "ოცნებას" გაახსენა, რომ მოქალაქეებს სახლები და თავშესაფრები ბულდოზერებით მხოლოდ იმის გამო დაუნგრიეს, რომ მათი თქმით, შენობები უკანონოდ არის აშენებული.
"ეს არის რიგითი მოქალაქეების სახლები რაშიც ცხოვრობენ. სინამდვილეში იმისთვის ხართ დაქირავებული, რომ ასეთ ადამიანებს დაეხმაროთ: ვისაც სახურავი არ აქვს, ვინც სოციალურ დახმარებას ვერ იღებს, ვინც 1 ლარად და 40 თეთრად კვებავთ. და არა ის, რომ თქვენ მდიდრდებოდეთ და ხალხი ღარიბდებოდეს",- აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.