
მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი, ვგულისხმობ იმას, რომ ამდენი ხანია არდადეგები გვქონდა - ასე დაიწყო გამოსვლა პარლამნეტში „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა.
პარლამენტის დეპუტატმა თქვა, რომ მოხარულია "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნებით პარლამენტში და იმედი გამოთქვა, რომ ისეთივე "შეხმატკბილებული" იქნება მათი მუშაობა "ქართულ ოცნებასთან", როგორც 10 წლის განმავლობაში იყო.
"მე მაგალითად გამახსენდა ჩემი მეგობრის, კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერა და ამ შემართებით ნაცმოძრაობას შეუძლია, რომ მიუძღვნას "ოცნებას" - "ვერ აგისრულე რასაც დაგპირდი, ისევ მოვედი შეთნან", მაპატიეთ მეგობრული კაფიაა აქ არაფერი ისეთი არ არის. 25 წლის წინ გამოიცნო ნოდარ ნიკოლაიშვილმა ეს ამბავი",- თქვა დავით ზილფიმიანმა.