ენმ არის ომის პარტია, მათ სურთ ომი უკრაინაში - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"რეზოლუციის ტექსტი არის ჩამოყალიბებული ზუსტად ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს " - აცხადებს ოცნების თავმჯდომარე კობახიძე და ენმ-ს "ომის პარტიას" უწოდებს:

"ეს არის ერთგვარი ომის პარტია, მათ აშკარად სურთ იხილონ ომი უკრაინაში, მგონი ესეც არ აკმაყოფილებთ და უნდათ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. რაც 2008 წელს გააკეთეს იმას ვეღარ გაიმეორებენ მარტივი მიზეზის გამო, რომ არიან ოპოზიციაში". - ამბობს კობახიძე

რუსული აგრესიის პირისპირ მდგომი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში "ქართული ოცნება" მთავარ აგრესორს - რუსეთს არ ახსენებს.

რეზოლუციის განხილვა საკომიტეტო მოსმენაზე დღეს მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

კობახიძემდე ოპოზიცია ომის სურვილში დაადანაშაულა ოპოზიციონერმა ფრიდონ ინჯიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი