
"ხელისუფლება ყველანაირ დაბრკოლებას უქმნის მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო სერვისების მიღების თვალსაზრისით...დღემდე არ ეძლევა მის პირად ექიმს მონახულების შესაძლებლობა" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დატოვების შემდეგ განაცხადა
საძაგლიშვილის თქმით, მესამე პრეზიდენტთან საქმის მასალებიდან გამქრალი ვიდეოკადრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება დაკავებულია საკუთარი დანაშაულის კვალის წაშლით.
ხელისუფლება ამ მომენტამდე არაფერს არ აკეთებს. პირიქით ყველანაირად დაბრკოლებას უქმნის, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო სერვისების მიღების თვალსაზრისით, ვინაიდან დღემდე არ ეძლევა მის პირად ექიმს მონახულების შესაძლებლობა...
ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე, კერძოდ არაადამიანური მოპყრობის ნაწილზე, მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს და საიდანც, ჩვენთვის ცნობილ გახდა, რომ ხელისუფლება ჩადის დანაშაულს. აქამდე აქტიურად არის დაკავებული საკუთარი დანაშაულის კვალის წაშლით - თქვა დიტო საძაგლიშვილმა
მესამე პრეზიდენტს მისი თანაგუნდელები, ნონა მამულაშვილი და ეკა ხერხეულიძე ხვდებიან