
"არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენებს არ სტკივათ, ან ბრალდებულ უგულავას დარტყმული მუშტი არ შეიძლება იყოს მტკივნეული " - ამბობს გიგი უგულავას საქმის პროკურორი ნათია გურული "ჩემპიონის ცემის" საქმის დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ.
პროკურორის თქმით, გიგი უგულავა უარს აცხადებს ამნისტიაზე, რის გამოც საქმის განხილვა ისევ გრძელდება.
"გიორგი უგულავას თანხმობის შემთხვევაში ამნისტიაზე, საქმე შეწყდება იმავე დღეს. მოწმეებმა დაადასტურეს, საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ერთ-ერთმა მესაზღვრე პატრულ ინსპექტორმა ვინც გააშველა ინციდენტში მონაწილე პირები დაადასტურა, რომ გიორგი უგულავამ ხელი დაარტყა სახის მიდამოში დაზარალებულს". - თქვა პროკურორმა გურულმა.
ამავე თემაზე: