მივუბრუნდებით დემოგრაფიული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმაზე მუშაობას - ხუნდაძე

გამოქვეყნდა:

სამწუხაროდ, კოვიდპანდემიის ნეგატიური შედეგები დემოგრაფიულ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს - ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

როგორც მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, 2021 წელს, ბოლო 60 წლის მანძილზე, ბუნებრივი მატების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვქონდეს.

„აქედან გამომდინარე, კომიტეტი მიუბრუნდება 2016 წელს ჩვენი გუნდის მიერ მიღებულ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების დოკუმენტს და სამოქმედო გეგმაზე განაახლებს მუშაობას, რისთვისაც მიუხედავად პარტიულობისა, ყველას მხარდაჭერა იქნება აუცილებელი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი