
ავსტრიაში სავალდებულო ვაქცინაცია ამოქმედდა. უცხოური მედიის ცნობით, ამ რეგულაციით ავსტრია ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სავალდებულო გახდა.
კანონი 18 ასაკის ზემოთ მოქალაქეებს შეეხება. გამონაკლისი მხოლოდ ორსულები და ის მოქალაქეები იქნებიან, რომლებიც სამედიცინო მიზეზების გამო, ვერ იცრებიან. მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, ჯარიმის სახით 3 600 ევროს გადახდა მოუწევთ.
პირველ ეტაპზე აუცრელები წერილობით შეტყობინებას მიიღებენ, მარტის შუა რიცხვებიდან კი შესაბამისი სამსახურები ვაქცინის სტატუსის შემოწმებას დაიწყებენ.
სავალდებულო ვაქცინაცია ძალაში 2024 წლის იანვრამდე დარჩება.