"რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრა იქნება ნამდვილი პოლიტიკური და ჰუმანიტარული კატასტროფა, ასევე, ჩემი აზრით, ეს იქნება რუსეთისთვისა და მსოფლიოსთვის სამხედრო კატასტროფა. უკრაინაში შესაძლო შეჭრა სრულიად ეწინააღმდეგება პრეზიდენტ პუტინის მტკიცებას, რომ ის უკრაინელი ხალხის ინტერესის შესაბამისად მოქმედებს. დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები, უკრაინელი ხალხისა და მსოფლიოს მხრიდან, შეფასდებიან იმის მიხედვით, როგორი რეაგირება გვექნება და როგორ დავეხმარებით მას".
- თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.