
თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ გასულ ღამეს მწვანე ნათება ქვეყნის სხვადასხვა წერტილიდან დააფიქსირეს.
თურქეთის კოსმორური სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნამდვილად მეტეორი იყო, მწვანე ნათება კი დამოკიდებულია მის ქიმიურ შემადგენლობაზე, კერძოდ მწვანე ნათებას იწვევს მეტალის ატომები.
მეტეორი ქვეყანაში ადგილობრივი დროით 23:00 საათისთვის გამოჩნდა და ის განსაკუთრებით დასავლეთის პროვინციებში სტამბოლში, იზმირში, ბურსაში, ჩანაქკალესა და ბალიკესირში შეიმჩნეოდა.