"პარტნიორებს უნდა გავაგებინოთ, რომ "ოცნების" პოზიცია საქართველოს პოზიცია არ არის" | "დროას" და "ლელოს" ლიდერები უკრაინაში მიემგზავრებიან

გამოქვეყნდა:

ქართული ოპოზიციის მხარდაჭერა უკრაინას - დღეს თბილისიდან კიევის მიმართულებით 2 ავიარეისი შესრულდება.

პარტია "ლელოს" და "დროას" ლიდერები პარტნიორ ქვეყანაში ჩავლენ და უკრაინელ ხალხს ქართველი საზოგადოების მხარდაჭერას კიდევ ერთხელ დაუდასტურებენ.

უკრაინაში ვიზიტამდე პარტია "დროა" მოქალაქეებს აძლევს შანსს, რომ მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა უკრაინის დროშაზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ დაუფიქსირონ, ხელმოწერილ დროშებს კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კიევში რადას წევრებს გადასცემენ.

"ოპოზიციას აქვს ვალდებულება, რომ კარგად გააგებინოს უკრაინას და ჩვენს პარტნიორებს, რომ ქართული ოცნების პოზიცია არ არის საქართველოს პოზიცია. გასაგებია, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მთავრობები არიან წარმოჩენილი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციის აქტიურობას აქვს დიდი მნიშვნელობა", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

როგორც "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება უკრაინის რადას წარმომადგენლებთან, მათ შორის მმართველი პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელობასთან.

უკრაინაში ვიზიტს უახლოეს დღეებში გეგმავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი