ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას დღეს ერთდროულად 4 ქალაქში გააპროტესტებენ. საპროტესტო აქციები თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან და ადგილობრივი მთავრობის შენობებთან შეიკრიბებიან.
"გაძვირებულია ცხოვრება დაწყებული მგზავრობის გადასახადით, რომელიც ორმაგი გახდა, გაგრძელებული ელექტროენერგიის ტარიფით, პირველადი მოხმარების პროდუქტებით. ეს არის პროტესტი, რომელმაც უნდა მოიცვას მთელი ქვეყანა, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ამ პირობებში ცხოვრება", - თქვა ენმ-ის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.