მეწყერი ეკვადორში - დაღუპულია 24 ადამიანი 

გამოქვეყნდა:

გადაუღებელმა წვიმებმა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში მეწყერი გამოიწვია, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 48. 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

როგორც ეკვადორის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ძლიერმა წვიმებმა დედაქალაქთან ახლოს მდებარე ხეობაში წყლის დაგროვება გამოიწვია, რასაც მეწყრული პროცესების გააქტიურება და ფერდობის ჩამოშლა მოჰყვა.

დაზარალებული უბნებიდან მოსახლეობა თავშესაფრებში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი