
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის მტკიცებით, საქართველო ხელისუფლება ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მუშაობს და ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კავშირი აქვს.
"ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში შუბის წვერზე არ უნდა ვიყოთ - რა გვინდა, რუსეთის აგრესიის ნაწილი საქართველოსკენ მოვმართოთ?! არავისი გვეშინია, მაგრამ გვეშინია იმის, რომ ისეთი ფატალური შეცდომები, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არ გავიმეოროთ." - განაცხადა ქადაგიშვილმა "ოცნების" იმ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გუშინ, 1-ელ თებერვალს მიიღეს და სადაც რუსეთი ნახსენები არაა.
იხილეთ ასევე:
"ოცნების" ერთპარტიული რეზოლუცია | ოლიგარქის გუნდმა რუსეთის ხსენება ვერ გაბედა