
სამხრეთ კორეულმა კომპანიამ ახალი ნიღაბი გამოუშვა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ცხვირს დაფარავს. კომპანიის აზრით, ეს მოქალაქეებს დაეხმარება, თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ მაშინ, როდესაც კვების ობიექტებში საჭმელად ან დასალევად მივლენ.
მას შემდეგ, რაც კომპანია Atman-მა ნიღაბი წარადგინა, ის სოციალურ მედიაში და ონლაინ ფორუმებზე ვირუსულად გავრცელდა. ნიღაბი ჭამის დროს მხოლოდ ცხვირზე იკეცება, მოგვიანებით კი მფლობელს შეუძლია, ჩვეულებრივი პირბადედ "ჩამოკეცოს", რათა როგორც ცხვირი, ასევე, პირი დაფაროს.
ახალ ნიღაბს "კოსკი" ჰქვია, რომელიც კორეული სიტყვა ცხვირიდან მოდის. მისი შეძენა ონლაინაა შესაძლებელი.