"მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი" - "ლელოს" წევრები კიევში გაფრინდნენ

გამოქვეყნდა:

ის სამარცხვინო განცხადება, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, არ გამოხატავს ქართველი ხალხის აზრს და ნებას, ამის სათქმელად მივდივართ - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ უკრაინაში გამგზავრების წინ.

მეგობარი ქვეყნისთვის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კიევში მიემგზავრებიან. 

"გზავნილი რითაც ჩვენ მივდივართ არის, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ რუსეთი არის აგრესორი, მკაფიოდ უნდა ვუთხრათ, რომ უკრაინის გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს გამარჯვებასთან, უკრაინის თავისუფლება არის პირდაპირ გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან" განაცხადა ხაზარაძემ.

მასთან ერთად კიევში გემგზავრა სალომე სამადაშვილიც.

გარდა "ლელოსი", უკრაინაში დღეს საღამოს გაფრინდება "დროა" და ელენე ხოშტარია, ხოლო ხვალ ენმ-ს დელეგაცია ხატია დეკანოიძის ხელმძღვანელობით.  

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი