
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს შეხვდა, - ამის შესახებ მან Twitter- ზე დაწერა.
როგორც ზურაბიშვილი წერს, რომ ევროპარლამენტართან ეროვნული თანხმობის პროცესზე ისაუბრეს.
"სვენ მიქსერს ეროვნული თანხმობის პროცესზე ვესაუბრე. მიხარია, რომ ვხედავ ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერასა და ინტერესს ამ პლატფორმის მიმართ, ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის დაძლევისათვის დიალოგის მხარდაჭერად", - წერს სალომე ზურაბიშვილი