სუს-ის სპეცოპერაცია თბილისში - დაკავებულია ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი

გამოქვეყნდა:

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე "დრიმ თაუნის" საცხოვრებელ კომპლექსში სპეცოპერაცია დასრულდა. ღონისძიება დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სპეცოპერაციისას, რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი დააკავა. როგორც ადგილობრივები "მთავარ არხს" ეუბნებიან, დაკავებული, სავარაუდოდ, ეროვნებით ჩეჩენი, შუახნის მამაკაცია, რომელიც დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ჩხრეკისას ამ პიროვნების ბინიდან სამართალდამცავებმა დალუქული პაკეტით გარკვეული ნივთიერება ამოიღეს, რაც შესაძლოა, ნარკოტიკული საშუალება ყოფილიყო. 

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სპეცდანიშნულების რაზმისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპარაციის შესახებ ინფრომაციას ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროვებს.  

ამ სპეცოპერაციის პარალელურად, კიდევ ერთი სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩატარდა. ხეობის უხუცესის ხასო ხანგოშვილის სახცოვრებელ სახლში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს, როგორც "მთავარ არხთან" ხასო ხანგოშვილი ამბობს, ჩხრეკა მისი შვილის ერთ-ერთ ჩეჩენ მეგობარს უკავშირდებოდა. მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მისი სახლი მალევე დატოვეს. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი