
"მოგაკითხავთ ყველგან" - ამ წარწერით სამოქალაქო აქტივისტებს "ქართული ოცნების" ოფისთან ბანერი აქვთ გაშლილი.
ადგილზე მოძრაობა "საქართველოს" წევრები აქციას მართავენ და ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასა და ფასების ზრდას აპროტესტებენ.
აქცია პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად დაიგეგმა, რომელიც 19 საათზე უნდა დაიწყოს.