Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას ოფიციალურად მიმართა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული, Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებშიც დაუშვან. - ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
დამტკიცების შემთხვევაში, ეს ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის აშშ-ში პირველი ვაქცინა იქნება. როგორც გამოცემა წერს, ვაქცინის ავტორიზაციაზე თხოვნას მომდევნო 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ.
„ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის არსებობა FDA-სთვის პრიორიტეტია“, - წერია FDA-ის ოფიციალურ წერილში.
Pfizer- ში ამბობენ, რომ ვაქცინის ავტორიზაციის შემთხვევაში, ბავშვებს ორჯერადად აცრა მოუწევთ.