2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა

გამოქვეყნდა:

შუალედურ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატები დაასახელა. პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე კობახიძემ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირაკლი შატაკიშვილის, ხოლო ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარად რამაზ ჭინჭარაძის კანდიდატურები წარადგინა.

შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება.

​შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ დატოვა, რადგან ის რუსთავის მერი გახდა, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი