შვილის მოკვლის მცდელობისთვის დაკავებული | რა გახდა მამის სისასტიკის მიზეზი - "მთავარმა" მოწმის ჩვენება მოიპოვა

გამოქვეყნდა:

82 წლის მამამ, რომელმაც საკუთარ შვილს 30-მდე ჭრილობა მიაყენა, გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა. კარლო მეგრელიშვილი ახლა 2 თვე წინასწარ პატიმრობაში იქნება, ვიდრე გამოძიება სისხლიანი თავდასხმის საქმეს არ გამოიძიებს.

თუმცა დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულმა თითქმის ყველა დეტალი გაასაჯაროვა. მოხუცმა მამაკაცმა მოსამართლის თანდასწრებით ღიად მოყვა თუ რა გახდა მისი სისასტიკის მიზეზი.

ყოველდღიურმა ძალადობამ შვილის მხრიდან, სიტყვიერმა და ფიზიკურმა შეურაცხყოფამ და შიშით ცხოვრებამ მამა იძულებული გახადა ხელში სამზარეულოს დანით საკუთარ შვილს დასხმოდა თავს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი