"ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ დამაგდებდა, ზედვე მახტებოდა"- შვილის დაჭრაში ბრალდებულმა მოხუცმა მოსამართლეს დაზიანებები აჩვენა

გამოქვეყნდა:

სულ ასეთ ცემა-ტყეპაში ვიყავი - უთხრა მოსამართლეს შვილის დაჭრაში ბრალდებულმა 82 წლის კაცმა სასამართლო პროცესზე და თავზე მიყენებული დაზიანებაც აჩვენა.

კარლო მეგრელიშვილმა აღიარა ბრალდება, რომელსაც ედავებიან და განაცხადა, რომ შვილის მხრიდან მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, აგდებდა სახლიდან და ხშირად ეჩხუბებოდა:

"ეს ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ დამაგდებდა, ზედვე მახტებოდა ხოლმე... არაფრად არ მაგდებდა, მეუბნებოდა, გაეთრია ჩემი სახლიდანო

... მზად ვიყავი მომეკლა, ამომასხა, თავმოყვარეობა მქონდა მეც...

ჩემმა შვილებმა ხარჯი რომ არ გასწიონ, ან რამე, დავჯდები, ვიჯდები ციხეში, რამდენ ხანსაც მომიწევს- მიმართა მან მოსამართლეს.

82 წლის მოხუცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

გამოძიება მომხდარზე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარეობს. ბრალდება 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი