პუტინის მუქარა და ბორის ჯონსონის პასუხი რუსეთს | რა ვითარებაა უკრაინაში

გამოქვეყნდა:

უკრაინის გარშემო სიტუაცია ისევ დაძაბულია. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი სამხედრო ძალა იქნება გადასროლილი. საუბარია 3 000 ჯარისკაცზე, რომლებიც პოლონეთსა და რუმინეთში განთავსდებიან.

კრემლის ლიდერი კი დასავლეთს რუსეთის ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს უნგრეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოში შესვლის შემთხვევაში კიევი ყირიმის სამხედრო ძალით დაბრუნებას შეეცდება, რაც რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ომს გამოიწვევს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კი უკრაინაში იფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და მოსკოვ დეესკალაციისკენ მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი