FBI სპორტსმენებს მოუწოდებს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ტელეფონები არ წაიღონ

გამოქვეყნდა:

FBI სპორტსმენებს მოუწოდებს, პეკინში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე, კიბერუსაფრთხოების მიზნით მობილური ტელეფონები არ წაიღონ და დროებითი ტელეფონებით ისარგებლონ, - ინფორმაციას CNN
ავრცელებს

მოვუწოდებთ სპორტსმენებს, დატოვონ საკუთარი მობილური ტელეფონები და ჩინეთში ყოფნისას დროებითი ტელეფონები გამოიყენონ. ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტები ასევე მოუწოდებენ საკუთარ ოლიმპიელებს, თავი შეიკავონ ჩინეთში საკუთარი მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, - FBI-ის განცხადებაში. 

FBI-ში აღძრულია 2000-ზე მეტი საქმე, რომელიც ჩინეთის მხრიდან ამერიკული ტექნოლოგიების მოპარვის მცდელობებს ეხება.

როდესაც არსებულ სტატისტიკას ვაჯამებთ, ნათლად ვხედავთ, რომ არცერთი ქვეყანა არ უქმნის ისეთ საფრთხეს ჩვენს ინოვაციებსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, როგორც ჩინეთი, - ამბობს FBI-ის ხელმძღვანელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი