საფრთხეშია ყველა სამხედრო, რომელზეც მონაცემები რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ - "შავ სიაში" მოხვედრილი ვანო ნადირაძე

გამოქვეყნდა:

ინტერნეტსივრცეებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსეთს ქართველი ოფიცრების პირადი მონაცემები და მათი სია აქვს. თითქმის ყველა, ვინც საქართველოში ან უკრაინაში რუსული არმიის წინააღმდეგ იბრძოდა "შავ სიაშია".

ვანო ნადირაძე, კიდევ ერთი უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროა, რომელიც ამ სიაში მოხვდა. ქართველი მებრძოლი ამბობს, რომ საფრთხეშია ყველა, ვისი მონაცემებიც რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

"მოხსენიებული ვარ როგორც "კარატელი", რუსულად დამსჯელი, რომ ვმარადიორობდით, უკრაინაში როცა ვიბრძოდით რუსულენოვან მოსახლეობას ვხოცავდით, ესეთი ისაა ჩასმული და ვიძებნები რუსული FSB-ს და სამართალდამცავების მიერ. 

საშიშია, პირდაპირ გეტყვით, რომ საფრთხეში არის ყველა ის სამხედრო, რომელზეც მონაცემები და ინფორმაცია აქვს რუსულ სპეცსამსახურებს", - ამბობს, ვანო ნადირაძე.

ექსპერტები ხელისუფლებისგან შესაბამისი ზომების მიღებას ელოდებიან. ანალიტიკოსები ითხოვენ, გამოიძიონ და დასაჯონ ის პირები ვისი მეშვეობითაც ინფორმაციების გაჟონვა მოხდა. ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი