აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა გუშინ კიდევ ერთი აქცია გამართეს. ამჯერად ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დაუშვან მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსები, ვინც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას შეძლებს. აქციის მონაწილეების თქმით, ბოლოს და ბოლოს უნდა გაიგონ რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი.

"მიშას სექტორი" ამბობს, რომ აქციები არ შეწყდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი