თბილისის მერია ახალ ადმინისტრაციულ შენობას იშენებს - ოპოზიციის ცნობით, კონკურსი კანონდარღვევით გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერმა, კახი კალაძემ მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის აშენება გადაწყვიტა. კალაძემ ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი უკვე გამოყო.

ოპოზიცია ამბობს, რომ კალაძის ახალი გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად მერიამ კონკურსი კანონდარღვევით გამოაცხადა. 

მერის 2021 წლის 8 დეკემბრის ბრძანებაში წერია, რომ ახალი შენობის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით საკონკურსო კომისია უკვე შეიქმნა, რომელშიც 4 წევრია.

"კახი კალაძემ გადაწყვიტა, რომ მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობა ააშენოს, ანუ ახალი კაბინეტი მოიწყოს მანაც და მისმა მაღალჩინოსნებმა და ხალხის პრობლემების ნაცვლად, დაკავდნენ საკუთარი კეთილდღეობით. ეს შენობა ერთი, ორი და ათი ათასი ლარი რომ არ დაჯდება, ყველასთვის გასაგებია", - ამბობს ენმ-ის წევრი, ირაკლი ნადირაძე.

 ჯერ ზუსტად არაა ცნობილი, რა დაჯდება ახალი შენობის მშენებლობა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი