გარდაბანში, ქორწილის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. მამედოვებს მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები აქვთ. ორივე პირი ამ დროისთვის კონტაქტურია.
30 იანვარს ერთმანეთს სიძე-პატარძლის ნათესავები დაუპირისპირდნენ, ნაცემია ერთი ოჯახის 4 წევრი, მათ შორის 3 წლის ბავშვი და დედამისი. პატარძლის 15 ნათესავმა, სიძის ახლობლებს მძიმე დაზიანებები მიაყენა.
"ასაკოვან კაცთან ჩვენ გვაქვს სახის ძვლების მოტეხილობა, არის თავის ტვინის შერყევა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა, საჭიროებდა ოპერაციულ ჩარევას რაზეც უარი განაცხადა, მიმდინარეობს მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
რაც შეეხება ახალგაზრდა პაციენტს, ჩატარებულია მკურნალობა, იყო შუბლის ძვლების მოტეხილობა.. ორივე ამ ეტაპზე არის კონტაქტური, მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობს ექიმი გიორგი კორძახია.
"მთავარ არხთან" საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტი დაადასტურა. უწყებას მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ავტორი: მარიამ ელიბაშვილი.