გარდაბანში სიძე-პატარძლის ნათესავებმა ქორწილის შემდეგ იჩხუბეს - ნაცემია ერთი ოჯახის 4 წევრი, მათ შორის 3 წლის ბავშვი

გამოქვეყნდა:

გარდაბანში, ქორწილში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა - ნაცემია ერთი ოჯახის 4 წევრი, მათ შორის სამი წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე კაცი დედასთან ერთად გაუსწორდა. 30 იანვარს მომხდარ ინციდენტში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

პატარძლის 15-მა ნათესავმა სიძის მხარეს მყოფებს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. ნოდარ მამედოვი, ამ დრომდე კომაშია, შუახნის კაცს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციაც ვერ უტარდება. მის ძმისშვილს, ისრაილ მამედოვს კი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული, მას ორი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

დაზარალებულის ოჯახმა პოლიცია თავდასხმის მომენტში გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, თავდამსხმელები გაქცეულები დახვდნენ. გამოიკითხა, მხოლოდ მამედოვების ოჯახის ერთი წევრი, რომელმაც, ყველა სავარაუდო დამნაშავე ამოიცნო, თუმცა ამტკიცებს, რომ საგამოძიებო უწყებას არცერთი გამოუკითხავს.

"ესენი იყვნენ სამნი ჩემი გოგო, ჩემი ძმა და ჩემი შვილი... 15-20 კაცი, ამასაც დაარტყა [შვილ გოგოს] პატარა ბავშვსაც, იქიდან გაიქცა. მოვიდა გარდაბნის პოლიცია. ჩემი ძმა არის გათიშული ახლა, ვერ ლაპარაკობს, ვერ ხედავს, სურათები აქვს ვინც დაარტყა, და ჩემმა გოგომაც იცის ვინ დაარტყა და ვინ იყო. ეს მე ვუთხარი პოლიციას. პოლიცია, საერთოდ არ მოდის აქეთ, გამომძიებელი ან ვიღაცა, შეიძლება ნაცნობია ვინმე და იმიტომ არაა დაჭერილი", - ამბობს ილიაზ მამედოვი, ისრაილ მამედოვის მამა.

მამედოვები ირწმუნებიან, რომ დამნაშავეები პოლიციასთან დაახლოებული პირები არიან, რის გამოც, უწყება მათ დაკავებას არ გეგმავს. 

"გთხოვთ ჩემ შვილს დაეხმარეთ, არავინ გვაქცევს ყურადღებას, დამნაშავეებს არ აკავებენ რადგან სავარაუდოდ პოლიციასთან დაახლოებული პირები არიან. ვითხოვ ყველა დააკავონ ვინც ჩემ შვილს ასე მოექცა, თუმცა ყურადღებას არავინ გვაქცევს", - ამბობს ელიზა მამედოვი, ისრაილ მამედოვის დედა.

მომხდარიდან 4 დღის შემდეგ ჯერ დაკავებული არავინაა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი