დღეს რუსეთი ცდილობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეაჯანჯღაროს, დასავლეთი ამას არ შეეგუება - მიქსერი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა საქართველოს პარლამენტში, ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების სიტყვით მიმართა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა ხდება დღეს ამ რეგიონში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე მის სურვილს აირჩიოს ევროპული მომავალი და გადაწყვიტოს რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან სურს თანამშრომლობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, დღეს ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა შეაჯანჯღაროს, დასავლეთისგან არის მკაფიო სიგნალი, რომ ისინი ამას არ შეეგუებიან და რუსეთს საკუთარი ზეგავლენის უკონტროლოდ გავრცელების უფლებას არ მისცემენ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ საქართველოს არჩევანს - გაწევრიანდეს ევროკავშრისა და ნატოში - მხარს თავად საქართველოს მოქალაქეები უჭერენ", - თქვა სვენ მიქსერმა.

მისივე აზრით, იმისთვის რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და ამით გამოწვეული პრობლემები გადაიჭრას საჭიროა დიალოგი და კომპრომისი.

მანამდე სვენ მიქსერმა შეხვედრები გამართა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური ფრაქციების წევრებთან. ოპოზიციამ ევროდეპუტატთან შიდა პროცესები, მართლმსაჯულების პრობლემა, მესამე პრეზიდენტის საქმე და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია განიხილა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი