უკრაინაში ვერ მალავდნენ შეწუხებას ასეთი სუსტი რეზოლუციის გამო - კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, კობა ნაყოფიას ინფორმაციით, უკრაინაში გაოცებულები იყვნენ იმ რეზოლუციის პროექტით, რომელიც ოცნებამ წარადგინა და სადაც ერთი სიტყვითაც არ იყო ნახსენები რუსეთი: 

"მაგათ ძაან კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხი არის უკრაინის გვერდით, თუმცა სანამ ამ რეზოლუციას მიიღებდნენ, უკვე პროექტის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია. დამისვეს კითხვები და ვერ მალავდნენ შეწუხებას, რომ ასეთი სუსტი რეზოლუცია იქნა წარდგენილი ქართული ოცნების მხრიდან პარლამენტში განსახილველად.

მე მქონდა კომუნიკაცია რამდენიმე პოლიტიკოსთან, ჩემს მეგობრებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, ისინი ელოდებოდნენ უფრო მეტ მხარდაჭერას, ელოდებოდნენ უფრო მეტ სოლიდარობას" განაცხადა კობა ნაყოფიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას.

შეგახსენებთ, "ოცნებამ" რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ხსენება ვერ გაბედა, 1-ელ თებერვალს მიიღო. მას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს კიევში ჩავიდნენ. ისინი უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან და მხარდაჭერასა და სოლიდარობას გამოუცხადებენ საომარ ვითარებაში მყოფ მეგობარ ქვეყანას.

კიევში იმყოფებიან "ენმ"-ს,  "დროასა" და "ლელოს" ლიდერები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი