მიხეილ სააკაშვილი ხვალ სასამართლოს დაესწრება - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალ მის სასამართლო პროცესს დაესწრება. საქალაქო სასამართლოში გადაყვანასთან დაკავშირებით ჯერ იუსტიციის სამინისტროს პასუხი უცნობია.

"მის პირად ექიმს არ ეძლევა საშუალება რომ შევიდეს და მოინახულოს იგი, შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება აღნიშნულ საქმეს და მიიღებს მონაწილეობას", - თქვა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

ცნობისთვის, სასამართლოს პარალელურად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოსთან აქციას გამართავს. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ადგილზე 11:00 საათიდან შეიკრიბებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი