
ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი, საქართველოს პარლამენტში, დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა იმ რეზოლუციას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" უკრაინასთან დაკავშირებით მიიღო.
მიქსერი თვლის, რომ ეს იყო ხელიდან გაშვებული შანსი, რადგან რუსეთის წინააღმდეგ შეთანხმებული მოქმედებაა საჭირო
"ვფიქრობ, ეს ის საკითხია, სადაც პარტიებს უნდა ეჩვენებინათ ერთიანობის მაგალითი და ეს შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული. ამ შემთხვევაში მმართველი პარტიაა ის, ვინც უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი საერთო ენის გამონახვისკენ" ამბობს ევროდეპუტატი.
შეგახსენებთ, "ოცნებამ" რეზოლუცია, რომელშიც რუსეთის ხსენება ვერ გაბედა, 1-ელ თებერვალს მიიღო. მას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.