"ერთიან ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ექვსი წევრის დააკავებას ეხმაურება.
ამბობს, რომ ე.წ ქოლ-ცენტრების კრიმინალურ საქმიანობაში ჩართულია არა მხოლოდ ექვსი, არამედ ათასობით თანამშრომელი, რომლებსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის
დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მფარველობს.
იმ ქვეყანაში სადაც უსმენენ მამაოებს, მეუფეეებს, პედაგოგებს, პოლიტიკოსებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. როგორ ხდება, რომ ასობით ოფისია გახსნილი და ათასობით ადამიანია ჩართული და ხელისუფლებამ თითქოს არაფერი არ იცის. 6 თანამშრომელი დააკავეს კი არა, ათასობით ადამიანია ამ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული და ამ ყველაფერს მფარველობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და უჩა მამაცაშვილი, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს, რომლებიც ე.წ ქოლ- ცენტრების მეშვეობით, გერმანიის მოქალაქეების კუთვნილ თანხებს დაეუფლნენ.
იხილეთ ასევე: