
ევროპარლამენტარი, საქართველოს შესახებ მომხსენებელი სვენ მიკსერი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.
მიკსერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა მას ინფორმაცია მიაწოდა, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე ხურვალეთში.
სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების და მათ კონკრეტულ, ყოველდღიურ შედეგებზე მათ შორის მაგალითად, შემთხვევებზე, როდესაც მათ არ შეუძლიათ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადაკვეთა საპენსიო სარგებელის მისაღებად.