სპეცოპერაცია სირიაში | მოკლულია ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სირიაში სპეცოპერაციის დროს, ISIS-ის ლიდერი, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი მოკლეს, - ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

გუშინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი, ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უფრო უსაფრთხო გაეხადათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და სიმამაცის დამსახურებით, ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი - აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ყურაში. ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა, - თქვა ჯო ბაიდენმა.

 გამოცემა წერს, რომ მოკლულია, სულ მცირე, 13 ადამიანი, მათ შორის, 6 ბავშვი. პენტაგონის განცხადებით, სპეცოპერაციას აშშ-ის მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი