მილიონები ინფექციურის შენობისთვის | "ოცნება" საავადმყოფოს გარემონტებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს შენობა, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, წლებია უფუნქციოდ დგას. "ქართულმა ოცნებამ" ივანიშვილთან დაახლოებული ოჯახის საკუთრება, 33 მილიონად გამოისყიდა, თუმცა მას შემდეგ ხელისუფლება კლინიკის ბედით უკიდურესი სამედიცინო კრიზისის დროსაც არ დაინტერესებულა.

ახლა კი, მთავრობა ათობით მილიონის დახარჯვას გეგმავს საავადმყოფოს გარემონტებასა და აღჭურვისთვის, რომლის ვალდებულებაც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის ოჯახს ეკისრება, თუმცა შეუსრულებელი დარჩა.

ხალხის ფულის ხარჯვას, "ოცნების" მთავრობა პანდემიით ხსნის და ტენდერის გამოცხადებასაც არ აპირებს. ამ საეჭვო გარიგების მიღმა კი ოპოზიცია დიდ კორუფციულ გარიგებას ხედავს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი