პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა თბილისშია. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ანდჟეი დუდა თბილისში ტრანზიტული ვიზიტით იმყოფება.
უახლოეს პერიოდში სალომე ზურაბიშვილი და ანდჟეი დუდა მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.