"უკრაინის და საქართველოს უსაფრთხოება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული" - ენმ-ის ლიდერები კიევში გაემგზავრნენ

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გვიან ღამით უკრაინაში გაემგზავრნენ. პარტია კიევში პარტნიორი ქვეყნის მხარდასაჭერად ჩავიდა. 

ვიზიტის ფარგლებში ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან. გარდა ამისა, შეხვედრა გაიმართება უკრაინის სახალხო დამცველთან, ლუდმილა დენისოვასთან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

"უკრაინის და საქართველოს უსაფრთხოება, ისევე, როგორც ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი, არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული და ეს ესმის აბსოლუტურად ყველას "ქართული ოცნების" გარდა. ვაპირებთ შევხვდეთ უკრაინის ომბუდსმენს, ქალბატონ დენისოვას და გავაცნოთ დეტალები იმ უფლებრივ დარღვევებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს ყოველდღიურად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ", - თქვა ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, უკრაინაში უკვე მეორე დღეა იმყოფებიან "დროას" და "ლელოს" ლიდერებიც. მათი თქმით, უკრაინელი კოლეგების მთავარი თხოვნაა, რომ მიმდინარე მოვლენები სწორად შეფასდეს. ოპოზიციის ლიდერების აზრით, იმ ფონზე როდესაც "ქართული ოცნება" ამ მიმართულებით ადეკვატურ ნაბიჯებს არ დგამს, უკრაინის მიმართ ოპოზიციის სოლიდარობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი