
რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, ბელარუსის საზღვართან კრემლის მიერ განახლებულ სამხედრო სწავლებას ნატო-ს გენერალური მდივანი ეხმიანება.
იენს სტოლტენბერგის ამბობს, რომ რუსეთმა უკანასკნელ დღეებში ბელარუსში საბრძოლო ქვედანაყოფების დაახლოებით 30 ათასამდე ჯარისკაცი და თანამედროვე იარაღი გადაიტანა, რაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ბელარუსში მოსკოვის ყველაზე დიდი სამხედრო განლაგებაა.
სტოლტენბერგის განმარტებით, განლაგებაში შედის სპეცოპერაციის ძალები, გამანადგურებელი თვითმფრინავები, ისკანდერის ტიპის რაკეტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.
"ყველაფერი ეს კომბინირებული იქნება რუსეთის ყოველწლიურ ბირთვულ სწავლებასთან", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.