საქალაქო სასამართლოში დღეს გიგი უგულავას პროცესი გაიმართება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიგი უგულავას საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება. მას ძალადობას და ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. არ არის გამორიცხული, პროკურატურამ მოწმეც წარადგინოს.

ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემის საქმეზე სასამართლო პროცესები თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო, სხდომების განახლება უგულავას შეფასებით, მის მიმართ პოლიტიკურ დევნას უკავშირდება.

ცნობისთვის, საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. გოკა გაბაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.

ასევე იხილეთ:

მორიგი პროცესი საზღვრის კვეთის საქმეზე - მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას დაესწრება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი