რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყების საბაბის შესაქმნელად შესაძლოა, ყალბი ვიდეო გამოაქვეყნოს - აშშ-ის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახური არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ომის დაწყების საბაბის შესაქმნელად ყალბი ვიდეო დადგას.

Reuters-ის ინფორმაციით, ამ ვიდეოში იქნება აფეთქების გრაფიკული შედეგები, რომლის სამიზნე რუსები არიან - გვამები, მგლოვიარე ხალხი და უკრაინის ან მოკავშირე ქვეყნების კუთვნილი აღჭურვილობა.

"კადრები გამოქვეყნდება იმის ხაზგასასმელად, რომ რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება", - განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ეს ვიდეო, გამოქვეყნების შემთხვევაში, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების დასაწყებ და გასამართლებელ მიზეზად იქცეს.

საკითხზე კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმაც გააკეთა.

"ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამზადება არის ერთ-ერთი იმ ვარიანტებიდან, რომლებსაც რუსეთის მთავრობა ამუშავებს, როგორც ყალბ საბაბს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასაწყებად და გასამართლებლად", - აღნიშნა პრაისმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი