15 გადასასვლელი ხიდი 10 მილიონად - მონოპოლისტმა "ალმამ" აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო

გამოქვეყნდა:

15 გადასასვლელი ხიდი 10 მილიონ ლარად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარეკლამო სივრცე კომპანია  "ალმამ" უკონკურენტოდ მოიგო. აუქციონში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობდა და მინიმალური 2000-ლარიანი "ბიდით" სარეკლამო ბიზნესის კიდევ ერთი სფერო ჩაიგდო ხელში. ახლა მაქსიმუმ სამი წლის განმავლლობაში ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში, სარეკლამოდ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილზე გამარჯვებულმა კომპანიამ რკინის ძველი ხიდები უნდა დაშალოს და ახალი ააშენოს.

ამის  შემდეგ კი, 25 წლის განმავლობაში, "ალმას" ექსკლუზიური უფლება ექნება განათავსოს ის რეკლამა, რომელიც მას სურს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბიზნესმენების  წახალისებაა და წინასაარჩევნოდ მმართველ პარტიას შემოწირულობის სახით დაუბრუნდება.

მხოლოდ ამ რეკლამიდან კომანია სავარუადოდ ათეულობით მილიონ შემოსავალს მიღებს. თუმცა, ხიდები არ არის ერთადერთი სარეკლამო სივრცე, რომელსაც კომპანია "ალმა" ფლობს. მეტრო, ავტობუსები, ტაქსები, ქუჩის ბილბორდები და თბილისში განთავსებული სარეკლამო მონიტორების აბსოლუტური უმრავლესობა  სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნის. დავინტერესდით და მივედით კომპანიაში, სადაც გვითხრეს, რომ დირექტორს გიორგი ტრაპაიძეს ჩვენთვის არ ეცალა და გვირჩიეს, ცხელ ხაზზე დაგვერეკა.

ვინ არიან სარეკლამო კომპანია "ალმას" მფლობელები, უცნობია. წილის 100 პროცენტი მერიდიან მალტას ეკუთვნის. მის დაქვემდებარებაშია კიდევ ორი შვილობილი კომპანია "აუტდორი" და "მაგისტილი". სავარაუდოდ, კომპანიის მფლობელი "ვისოლ" ჯგუფია. სწორედ ამიტომ ვცადეთ, "ვისოლის" ერთ-ერთ მფლობელ სოსო ფხაკაძესთან დაკავშირება, ყველა ჯერზე გვპირდებოდა, რომ ჩვენს კითხვებს როცა შეძლებდა, უპასუხებდა, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.  

გასულ წელს, მერის გადაწყვეტილებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გადასასვლელი ხიდები დაშალეს, იმ მიზეზით, რომ ყველა ადამიანზე მორგებული არ იყო და ზებრა გადასასვლელით უნდა ჩანაცვლებულიყო. ამისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტი გადაიხადეს. ახლა მთავარი კითხვაა, თუ ეს ხიდები არ არის საჭირო, რატომ ვშლით ძველს და რატომ ვაშენებთ ახალს, რომელზეც რეკლამის განსათავსებლად ექსკლუზიური უფლება მხოლოდ ერთ კომპანიას ათწეულობის განმავლობაში ექნება. კითხვა დავუსვით  ქალაქის მერსაც. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ მოქალაქეებისთვის ძველი ხიდები საშიშია, მათი ჩანაცვლება კი აუცილებლი.  

ისინი, ვინც წლების განმავლობაში სისტემის შიგნიდან აქტიურად აკვირდებოდნენ "ალმას" ტენდერებსა და  აუქციონებში მონაწილეობას, ახლა დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებას აპროტესტეენ. ამბობენ, რომ კახი კალაძე  ექსკლუზიურად და უკონკურენტოდ რეკლამის განთავსების უფლებას მხოლოდ ერთ კომპანიას  აძლევს. ვატო შაქარიშვილი ამტკიცებს, რომ ეს პროექტი არ კეთდება ხალხისთვიას, მთავარი მიზანი  "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული კომპანიების გამდიდრებაა.

"ალმას" გამარჯვების ფორმულა პირდაპირ დაკავშირებულია კომპანიის ხელმძღვანელების "ქართულ ოცნებასთან" კავშირებთან - ამბობენ კორუფციის მკვლევარები. ვატო გელაშვილი ამტკიცებს, რომ წლებია სარეკლამო მონოპოლია იგებს აუქციონებსა და ტენდერებს მხოლოდ იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან.

ქეთი ენუქიძემ კი დაითვალა და დაადგინა, რომ კომპანია ხუთჯერ უფრო მეტს სარგებელს მიიღებს აუქციონის პირობების თანახმად, ვიდრე იხდის. "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ არავის  უნდა ჰქონდეს ათწლეულების განმავლობაში სარეკლამო ბიზნესის მონოპოლია. გარდა ამისა, კითხვები არსებობს, რამდენად არის საჭირო 15 ხიდისთვის 10 მილიონის ლარის ინვესტიცია.

მეტრო, ავტობუსები, ქუჩის ბილბორდები, ტაქსები და ახლა უკვე გადასასვლელი ხიდები ერთი კომპანიის ხელშია, რატომ ვერ ვერ განვითარდა სხვა სარეკლამო კომპანია და რატომ არ მიეცა აუქციონში მონაწილეობის უფლება სხვა კომპანიებს. სპეციალისტებს იმედი არ აქვთ, რომ "ოცნების" ხელისუფლების პიროებებში ამ კითხვებით საგამოძიებო უწყებები დაინტერესდებიან.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი