
ქართველი დეპუტატები უკრაინაში რადას დეპუტატებს ხვდებიან. მეგობარი ქვეყნისთვის სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოსახატავად, ქართველი პოლიტიკოსები უკვე მეორე დღეა კიევში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.
უკრაინაში იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის, "ლელოსა" და "დროას" ლიდერები. შეხვედრა დღეს მათ საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფთან, რადას საკომიტეტო შენობაში გამართეს.