"გუნდში დაპირისპირება არ არსებობს" - ნინო წილოსანი სამთავრობო ცვლილებებს გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი ხელისუფლებაში მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს უარყოფს. მისი თქმით, მედიის მიერ "აგორებული კამპანია" მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გუნდში არეულობისა და დაპირისპირების განცდა გააჩინოს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, თქვენ კიდევ შეიძლება უამრავი რაღაც ამგვარი ინფორმაცია მოიგონოთ, რომელსაც ფაქტად გაასაღებთ. უცვლელი არაფერი არ არის, ყველაფერი შეიძლება რაღაც ეტაპზე შეცვალოს და ეს თქვენი წინასწარ აგორებული კამპანიები მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება იმას, რომ ადამიანებში გააჩინოთ განცდა გარკვეული არეულობის ან დაპირისპირების, ან რაღაც მსგავსი მოტივის. გუნდში დაპირისპირება არ არსებობს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ესე შეწყობილი და ესე უპრობლემოდ ჩვენს გუნდში რაღაც ნამდვილად არ მახსენდება არცერთი პერიოდი", - თქვა ნინო წილოსანმა. 

ცნობისთვის, "მთავარი არხის" ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში "ქართულ ოცნებას" ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დატოვებს და ეროვნულ ბანკში გადავა. ის სავარაუდოდ, კობა გვენეტაძის მოადგილე გახდება. ეკონომიკის მინისტრის პოსტს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაიკავებს. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ გადაცემა "მთავარ აქცენტებში'' ისაუბრა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი